ადამიანის ქრომოსომები

მე-9 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის პედაგოგთან-ნინო მჭედლიძესთან ერთად ქრომოსომების თავისებურებებზე ისაუბრეს და პლასტმასას ნარჩენებისგან დამზადებული საინტერესო თვალსაჩინოებაც წარმოადგინეს. მათ განმარტეს, რომ ყველა სახეობას ქრომოსომათა განსხვავებული კომპლექტი გააჩნია. ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს, აქედან 22 წყვილი ქრომოსომა ქალსაც და მამაკაცსაც ერთნაირი აქვთ, განსხვავება მხოლოდ 23-ე წყვილშია:ქალს აქვს XX, მამაკაცს-XY ქრომოსომა.

მე-5 ქრომოსომის დელეციის (დაკარგვის) შედეგად ვითარდება დაავადება "კატის კნავილის სინდრომი";

მე-9 და 22-ე ქრომოსომებს შორის უბნების გაცვლისას ვითარდება ქრონიკული ლეიკემია;

მე-18 ქრომოსომის ტრისომიის შედეგად ვითარდება ედვარდსის სინდრომი;

21-ე ქრომოსომის ტრისომია იწვევს დაუნის სინდრომს.



22 views0 comments