გავუფრთხილდეთ გარემოს!

მე-7 კლასის მოსწავლეებმა რუსუდან გოგინაშვილთან ერთად გარემოს დაცვის აქცია განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც გიმნაზიის ტერიტორია დაასუფთავეს ცელოფნის და პლასტმასის ნარჩენებისაგან.
ღონისძიება მოსწავლეების ინიციატივით ჩატარდა. ისინი თვლიან, რომ გარემოზე ზრუნვა საკუთარი სკოლიდანაც იწყება.