2022 წლის 5 აპრილს ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-სა და გიმნაზიის ეკოკლუბ "ფენიქსი"-ს ორგანიზებით ეზოს გამწვანების აქცია ჩატარდა. იგი განხორციელდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს. გიმნაზიის ეზოში 30 ძირი ადგილობრივი სახეობის ნერგი დაირგო (კავკასიური ფიჭვი, ტუია და მინდვრის ნეკერჩხალი).
პროექტის, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ფარგლებში ჩატარებული გამწვანების აქციები ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას, როგორიცაა დედამიწის ეკოსისტემები და თანამშრომლობა საერთო მიზნებისათვის.
გიმნაზიის ეკოკლუბი მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისს” თანამშრომლობისათვის.
Bình luận