ჩვენი გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლემ გიორგი თურმანიძემ მონაწილეობა მიიღო სამართლის რეგიონული აკადემიის პროგრამა "ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფში".
შერჩეული მოსწავლეები 4 თვის მანძილზე, 1 მარტიდან 10 ივლისის ჩათვლით გადიოდნენ ტრენინგებს, რომელსაც გამოცდილი იურისტები უძღვებოდნენ. სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის იმიტირებული პროცესების წარმატებით გავლის შემდეგ გიორგი საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდა კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატით. ვულოცავთ გიორგის მიღწეულ შედეგს და წარმატებას ვუსურვებთ პროფესიის არჩევაში.
Comments