გიმნაზიის ეკოკლუბი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე
- გიმნაზიის ადმინისტრაცია
- Apr 18, 2022
- 1 min read
15 აპრილს გიმნაზიის ეკოკლუბის წევრებს და მათ ხელმძღვანელს ქალბატონ ზინა კალმახელიძეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ჯაბა აბაიშვილმა უმასპინძლა.
ბავშვებმა დაათვალიერეს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზა, მოისმინეს ინფორმაცია ვაზის ჯიშებზე, ვენახის აგროტექნოლოგიასა და ნერგის დარგვის წესებზე.
მათ საშუალება მიეცათ თვითონ მიეღოთ მონაწილეობა ვენახის სხვლის პროცესში.
მიღებული ინფორმაცია და პრაქტიკული სამუშაო ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის.
მადლობას ვუხდით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას და ჯაბა აბაიშვილს გულითადი მასპინძლობისათვის.
Comentarios