გიმნაზიის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი მანანა ბაშინჯაღელის გაკვეთილზე

გიმნაზიის რექტორის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის შიდა შეფასებისა და მისი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ბრძანებით განისაზღვრა გიმნაზიის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც უფროსი მასწავლებელის შემთხვევაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდება 3 და მეტ გაკვეთილს (საჭიროებიდან გამომდინარე), წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში – არანაკლებ 2 გაკვეთილს, მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში კი – არანაკლებ 1 გაკვეთილს, აფასებს და აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს.

გიმნაზიის ინგლისური ენის წამყვანი პედაგოგი მანანა ბაშინჯაღელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გაკვეთილზე დაკვირვება გაიარა.











13 views0 comments