ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე

2019 წლის 12 ოქტომბერს გიმნაზიის მე-8 კლასი დაგეგმილი სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსიის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას მშობლიურ მხარეს ესტუმრა. მოსწავლეებმა მოინახულეს მუხრანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი, წილკნის ღვთსმშობლის სახელობის ტაძარი, წმინდა გიორგის სალოცავი წილკანში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, სადაც ვაჟა-ფშაველას მამა-პავლე რაზიკაშვილი აღასრულებდა წირვა-ლოცვას. დაბრუნებისას ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსიც დაათვალიერეს. ექსკურსია კლასის ხელმძღვანელის-რუსუდან გოგინაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.



5 views0 comments