ზღაპარი "სოკოს ქვეშ"

ზღაპრებისა და როლური თამაშების მნიშვნელობა განსაკუთრებულია სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებისათვის. მათი საშუალებით ბავშვი ივითარებს ფანტაზიას, ემოციურ, მოტორულ, სოციალურ უნარებს, იწყებს სამყაროს შეცნობას. სწორედ ამას ემსახურებოდა 12 ივნისს გიმნაზიის საბავშვო ბაღში (უმცროსი ასაკის ჯგუფი) ჩატარებული მინი-ღონისძიება-ზღაპარი "სოკოს ქვეშ". პატარებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი აქტივობებს და ისწავლეს, რომ მეგობრები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ.

ღონისძიებაზე მუშაობდნენ: ანა გოგატიშვილი, ნათია კაციაშვილი, იამზე გონგლაძე, ნინო ცხოვრებაშვილი და ხათუნა მელიქიძე.






238 views0 comments