top of page

თამარ არსენიშვილის წრე „ჩვენ გვიყვარს რუსული ენა“

საწრეო მუშაობის პროგრამა:

მნიშვნელობა და აქტუალურობა:

ბოლო წლებში შემცირდა მოსწავლეებში რუსული ენისადმი ინტერესი, ამიტომ აუცილებელი გახდა მოსწავლეთათვის დამენახვებინა რუსული ენის საჭიროება, გამეკეთებინა ითი რამ, რაც გაზრდიდა მოსწავლეებში ინტერსს და მოტივაციას. ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა წრე „ჩვენ გვიყბარს რუსული ენა“.

საწრეო მუშაობის აღწერა:

საწრეო მუშაობის პროგრამა შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და ემსახურება გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამდიდრებას და განმტკიცებას.

საწრეო მუშაობის პროგრამა საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა დაინახონ რუსული ენის , ასევე გრამატიკის ცოდნის საჭიროება სწორად მეტყველებისთვის. წრის მუშაობის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დავალებებს, რომლებიც მიმართულია ზეპირმეტყველების განვითარებაზე. წრის მუშაობა გაზრდის მოსწავლეთა ინტერესსა და მოტივაციას.

საწრეო მუშაობის წარმატებით წარმართვისათვის გამოვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს და რესურსებს: ანდაზები და გამონათქვამები, გრამატიკული დავალების შესრულება, ტექსტები, გრამატიკული სავარჯიშოები, დეტალური სელექციური კითხვა, მოსმენა. წრის სამუშაო გეგმა დაეხმარება მოსწავლეებს რუსულ ენაზე ამეტყველებაში.

საწრეო მუშაობის მიზანი:

საწრეო მუშაობის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით რუსულ ენაში ცოდნის გაღრმავება, გაფართოება და გამყარება. მოსწავლეთა საგნით მეტად დაინტერესება. მოტივაციის გაზრდა და მათი დახმარება რუსულად ამეტყველებაში.

ამოცანები:

რუსული ენისადმი, როგორც საგნისადმი ინტერესის გაზრდა და მოტივაციის ამაღლება. რუსული ენის გრამატიკისადმი ცოდნის უნარ-ჩვევების გაღრმავება.

მოსწავლეთა ზოგადი ენობრივი განვითარების სრულყოფა.

რუსული ენის წრის მუშაობა განისაზღვრა 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ორ კვირაში ერთხელ ერთი საათი (სამშაბათი- 15:00 სთ)

გავითვალისწინე მოსწავლეთა დონე და ინტერესები და შევადგინე პროგრამა. გამოვიყენე სხვადასხვა რესურსები.

აქტივობების ტიპები:

- პრაქტიკული გაკვეთილები

- ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა ლექსიკონის დახმარებით

- გრამატიკული სავარჯიშოები



6 views0 comments

Comments


Commenting has been turned off.
bottom of page