16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაციაში, რომელიც იუნესკომ 1995 წელს 16 ნოემბერს მიიღო, აღნიშნულია, რომ უპირველეს ყოვლისა, ტოლერანტობა აქტიური დამოკიდებულებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სხვა ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება.
ამ დღესთან დაკავშირებით გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში შეექმნათ პოსტერები, რომელიც ხელს შეუწყობდა სასკოლო საზოგადოებასა და მათ თანატოლებს ტოლერანტობის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში.
მოსწავლეების ნამუშევრებს თავი მოუყარა გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა რუსუდან გოგინაშვილმა.
Comments