რესურსის მიზანი: შექმნილმა რესურსმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში ,,ვეფხისტყაოსნით“ დაინტერესებას, გაუღვივოს პოემის შესწავლის სურვილი.
ეს რესურსი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მისაღწევ შედეგებს (ესგ. შესავალი, თავი II. მუხლი VIII, 2011-2016 წლები).
მე-10 კლასამდე შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“ ისწავლება ფრაგმენტულად. ახლა კი, მოსწავლეები პირველად შეეჭიდებიან საკმაოდ რთულ პოემას. თემაც განსხვავებულია, შესაბამისად, ჩავთვალე, რომ ამ საკითხით დაინტერესებას ხელს შეუწყობდა გაკვეთილზე გამომეყენებინა ერთ-ერთი აქტივობა: დარწმუნების სტრატეგია, სადაც კარგად გამოჩნდა ,,რიტორიკული სამკუთხედის“ სამივე ხერხი: სარწმუნოობა, ლოგიკა, ემოცია.
Comments