ნანა კობახიძის პროექტი "ვეფხისტყაოსანი"

„ეს წიგნი არის ქართველების გულის საუნჯე. რაც კი რამ გვაქვს ჩვენს ენაზედ, ამას ჯერ არა სჯობია-რა“, - „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ბრძანა ეს სიტყვები ერის მამამ - ილია ჭავჭავაძემ. ამიტომ, მოვალენი ვართ, გავუფრთხილდეთ ჩვენი „გულის საუნჯეს“, მოვეფეროთ, შევიყვაროთ იგი!

ქარელის გიმნაზიის X კლასელებს ამ „ჩაკეტილობის“ ჟამსაც ახსოვთ ჩვენი ეროვნული იდენტობის გვირგვინი – „ვეფხისტყაოსანი“. ისინი სწორედ წელს ჩაუღრმავდნენ მის სიბრძნეს, წელს გაუსინჯეს გემო „ვეფხისტყაოსნის“ ენის სიტკბოს, წელს მოისმინეს სრულად მისი საოცარი მელოდია... და გადაწყვიტეს თქვენც გაგახსენონ და კიდევ ერთხელ განგაცდევინონ ეს სიამოვნება!

ძალიან მკაცრად ნუ განსჯით მათ მოკრძალებულ „მცდელობას“ - მათი მიზანი ვინმეს წინაშე თავის მოწონება არ ყოფილა! უბრალოდ შეეცადნენ თავიანთი საყვარელი სტროფების წარმოთქმით კიდევ ერთხელ დაბრუნებოდნენ „ვეფხისტყაოსნის“ საოცარ სამყაროს და გამოიწვიეს ყველა, ვისთვისაც ეს სამყარო ძვირფასია:

პირველ რიგში თავიანთი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზეო ზურაბაშვილი, რომლის დამსახურებაცაა „ვეფხისტყაოსნისადმი“ ამ ბავშვების ასეთი სიყვარული!

„ვეფხისტყოსნის“ მარათონში გამოიწვიეს ასევე ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბატონი გიორგი კობახიძე - „ვეფხისტყაოსნის“ კარგი მცოდნე და მოყვარული.

ასევე ყველა, ვისაც სურვილი გაუჩნდა, გაეზიარებინა მათთვის თავიანთი სიყვარული ამ საოცარი წიგნის მიმართ!"

ნანა კობახიძე



95 views0 comments