top of page

ნინო მწარიაშვილის წრე "ვისწავლოთ ზეპირი ანგარიში"

საგანი: მათემატიკა

საფეხური: დაწყებითი

კლასი: I

წრის მუშაობის დაწყების დრო: 24.09.2019 წელი

შეხვედრის განრიგი: წრის სამუშაო შეხვედრა გაიმართება I სემესტრის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, გაკვეთილების შემდეგ. მუშაობის ხანგრძლივობა 35 წუთი.

წრის ხელმძღვანელი: ნინო მწარიაშვილი

ელ. ფოსტის მისამართი: mwariashvilin@gmail.com

მიზანი: მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება და მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცება. მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევა მათთვის რთულად შესათვისებელ საკითხებზე, ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით.

აქტუალურობა: ვფიქრობ, პირველი სემესტრის განმავლობაში წარმართული საწრეო მუშაობა აქტუალურია, რადგან სწორედ ამ ასაკში იწყებენ ბავშვები მათემატიკური დავალებების დამოუკიდებლად შესრულებას. აწუხებთ უამრავი კითხვა მათემატიკურ ამოცანებთან, მაგალითებთან, ტოლობის ნიშნებთან დაკავშირებით. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაეხმარებათ წრეზე განხილული საკითხები. ასევე წრე ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მათემატიკური შესაძლებლობების გამოვლენას.

მოსალოდნელი შედეგები: დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს მათემატიკური უნარების, სწრაფად აზროვნების, ზეპირად ანგარიშის განვითარებას. თვალსაჩინოებისა და რესურსის გამოყენებით შევძლებ გავაცემინო პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე. მოსწავლეები დაძლევენ ზეპირი ანგარიშის შიშს.



58 views0 comments

Comments


Commenting has been turned off.
bottom of page