საგანი: ბუნებისმეტყველება
საფეხური: დაწყებითი
კლასი: I
წრის მუშაობის დაწყების დრო: 19.09.2019 წელი
შეხვედრის განრიგი: წრის სამუშაო შეხვედრა გაიმართება I სემესტრის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს, გაკვეთილების შემდეგ. მუშაობის ხანგრძლივობა 35 წუთი.
წრის ხელმძღვანელი: ნინო მწარიაშვილი
ელ. ფოსტის მისამართი: mwariashvilin@gmail.com
მიზანი: მოსწავლეებში ბუნებისმეტყველებისადმი ინტერესის გაღვივება, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცება. მოტივაციის გაზრდა.
აქტუალურობა: ვფიქრობ, პირველი სემესტრის განმავლობაში წარმართული საწრეო მუშაობა აქტუალურია, რადგან სწორედ ამ ასაკში იწყებენ ბავშვები ბუნებაში დამოუკიდებლად ორიენტაციას. უჩნდებათ მისი კვლევის უნარი, აწუხებთ უამრავი კითხვა სამყაროს მიმართ. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაეხმარებათ მათ საწრეო მუშაობაზე განხილული საკითხები.
მოსალოდნელი შედეგები: სხვადასხვა თამაშების, რუბრიკების, ბარათების, ვიდეორგოლების, ფერადი თვალსაჩინოებისა და რესურსის გამოყენებით შევძლებ გავაცემინო პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე. წრის ფუნქციონირების განმავლობაში შექმნილი თვალსაჩინო მასალა დამეხმარება ესგ-ის მისაღწევი შედეგების დაძლევაში.
Comments