top of page

პატრიოტული სულისკვეთებით...

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს დღე სამშობლოს დამოუკიდებლობისა და სიყვარულისთვის ბრძოლის დღედ გამოცხადდა. ეროვნული დღესასწაული გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეებმა სახელმწიფო სიმბოლიკაზე ზრუნვით აღნიშნეს და დამრიგებელთან ერთად საქართველოს დროშა გააახლეს. ქრისტიანულ ღირებულებებზე დაყრდნობით განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე, სამართლიანი და ჯანსაღი თაობის აღზრდა, მოსწავლეების პატრიოტული და ისტორიული ცნობიერების გაღრმავება გიმნაზიის პრიორიტეტია და ამ პროცესში რექტორთან ერთად მთელი პედაგოგიური კოლექტივი აქტიურად არის ჩართული.


Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook
  • YouTube

©2021 by ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია.

bottom of page