წრის დასახელება: როგორ ვისწავლოთ წორად კითხვა
საწრეო მუშაობის მიზანი: ხელი შევუწყოთ ტექსტის სწორად კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებას, მოსწავლეებმა ისწავლონ ტექსტის თემისა და მთავარი იდეის გამოყოფა, ასევე როგორ გაანალიზონ ტექსტიდან მიღებული ინფორმაცია.
როგორც მკვლევარებმა დაადგინეს კითხვის დროულ და შეუფერხებელ განვითარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პიროვნების წარმატება სკოლაში თუ საზოგადოებაში. კითხვის სწავლა-სწავლება ყოველთვის აქტუალური და პრობლემური საკითხი იყო, ამიტომ გადაწყდა წრის შექმნა, რითაც წრის ხელმძღვანელი მოსწავლეებს დაეხმარებოდა ტექსტის სწორად კითხვის უნარის განვითარებაში.
კითხვისადმი ბავშვის დამოკიდებულება, მისი ინტერესი, კითხვის ათვისების მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ მთვარისა შერმადინი შეეცადა საკითხავი მასალა მათი ინტერესების მიხედვით შეერჩია, რათა ბავშვებს კითხვისადმი დადებითი დამოკიდებულება განუვითაროს.
დაგეგმილი აქტივობები:
· მოსწავლეებმა წაიკითხონ მხატვრული და არამხატვრული ტექსტები გარკვეული ინფორმაციის მოძიების მიზნით;
· ისაუბრონ იმის შესახებ, რა იყო ტექსტში მათთვის ნაცნობი და გასაგები, რა უცნობი და გაუგებარი;
· ამოკრიბონ ინფორმაცია დიფერენცირებულად და დააჯგუფონ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.
თემების ჩამონათვალი:
1. 18/09 -საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა;
2. 2/10 - წინადადებები შინაარსის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის წინადადებების სწორად კითხვა;
3. 16/10 - ესთეტიკური სიამოვნების მიღება კითხვით;
4. 30/10 - დათო ტურაშვილის მოთხრობები (სურვილის მიხედვით) თემისა და იდეის გამოკვეთა;
5. 13/11 - რ. ინანიშვილის „მეფე ერეკლე და ანანურელი ულამაზოები“ - მსჯელობა;
6. 27/11 - გ. რჩეულიშვილის „მუნჯი ახმედი და სიცოცხლე“;
7. 11/12 - ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“ - პარალელების გავლება;
8. 25/12 - ნ. დუმბაძის „ჰელადოს“-წაკითხვა;
9. ამავე სცენარზე გადაღებული ფილმის „ძახილი“ ნახვა და მსჯელობა;
10. 22/01 - მ. მაჭავარიანის „შენ სისხლო ჩემო“;
11. 5/02 - მურმან ჯინორიას ერთი მსახიობის თეატრში სტუმრობა;
12. 19/02 - ლექსის რიტმი - ა.კალანდაძის „მოდიოდა ნინო მთებით“ ;
13. 5/03 - შ. ნიშნიანიძის ლექსი „ხარი“-მითოსის ელემენტები;
14. 19/03 - ვახტანგ ჯავახაძის ლექსი „ათას მეორე“;
15. 2/04 - გოდერძი ჩოხელის მოთხრობები;
16. 16/04 - ნოდარ დუმბაძის „ბოშები“;
17. 30/04 - ზ. ჭუმბურიძე -ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ;
18. 14/05 - შემაჯამებელი
19. 26/05 - მხატვრული კითხვის საათი.
VI-VII კლასები
Comments