რუსუდან გოგინაშვილი-მეტი მოტივაცია მოსწავლეებს!

2019 წლის 6 თებერვალს გიმნაზიის მეშვიდე კლასში რუსუდან გოგინაშვილმა ჩაატარა ვიქტორინა ისტორიაში, რომლის დროსაც მოსწავლეებმა ისტ-ის გამოყენებით გაიხსენეს პირველ სემესტრში შესწავლილი მასალა. გამოვლინდა გამარჯვებული სამეული: I ადგილი დაიკავა ლიკა გუშარაშვილმა (43 ქულა), II ადგილი მარიამ ხათაშვილმა (42 ქულა) და III ადგილი გიორგი მარჯანიძემ (41 ქულა).

გამარჯვებული ბავშვები მასწავლებლის ინიციატივით 25 მარტს იმყოფებოდნენ თბილისში, სადაც დაათვალიერეს სხვადასხვა გამოფენები: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში - ქვის ხანის საქართველო, არქეოლოგიური საგანძური, საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ IV საუკუნემდე , ნუმიზმატიკური საგანძური, ოქროდ ქცეული სიბრძნე, შუა საუკუნეების საგანძური, XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი, კავკასიის ბიომრავალფეროვნება, საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია/ წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები და ლეონარდო.

მოსწავლეებმა მოინახულეს წიგნის მუზეუმი, სადაც გაეცნენ ქართული წიგნის შექმნის ისტორიას, დაათვალიერეს ილიას კაბინეტი და ეროვნული ბიბლიოთეკა. აგრეთვე ეწვივნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მუდმივმოქმედი ხელნაწერების გამოფენას და ბოლოს, ნახეს მერაბ აბრამიშვილის ნახატები ეროვნულ არქივში.


41 views0 comments