2020 წლის 9-10 იანვარს ქარელის გიმნაზიის მოსწავლეები მამა სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ტრადიციულ საშობაო ფესტივალ „გენეთლიაში“ მონაწილეობდნენ.
წლევანდელი ფესტივალის თემატიკა იყო საშობაო ტრადიციები მართლმადიდებლურ ქვეყნებში.
ჩვენი გიმნაზია ამჯერად მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს, რომლებმაც მსმენელს უკრაინის საშობაო ტრადიციები გააცნეს. მაყურებელი მოიხიბლა ქარელის გიმნაზიელთა ლამაზი გამოსვლით.
დაჯილდოების ცერემონიაზე საჩუქრები გადაეცათ როგორც ყველა მონაწილე სკოლას, ასევე თითოეულ ბავშვს.
კიდევ ერთი საინტერესო და მშვენიერი ფურცელი ჩაიწერა ქარელის გიმნაზიელთა ცხოვრებაში.
Comments