ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების ინიციატივთ ჩატარდა შიდა სასკოლო შეჯიბრი მინი ფეხბურთში.
შეჯიბრი მიზნად ისახავდა ჯასაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოსწავლეებში.
შეხვედრები წილისყრით განისაზღვრა, რის შემდეგაც გამარჯვებული გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: პირველი ადგილი დაიკავა მეათე კლასმა, მეორე ადგილი ერგო მერვე კლასს, ხოლო მესამე ადგილი მეცხრე კლასმა მოიპოვა.
ღონისძიება არ იყო ერთჯერადი. ჩვენი მოსწავლეების სურვილით, სპორტის მასწავლებლისა და ადმინისტრაციის ჩართულობით იგი მომავალშიც გაგრძელდება.
Comments