top of page

ჩვენ შესახებ

გიმნაზიის მოკლე ისტორია

ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია დაარსდა - 2001 წელს რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა- კურთხევით.

რექტორი - არქ. სტეფანე (კორინთელი); (პირველი რექტორი – ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე))

პერსონალი - 60 თანამშრომელი, აქედან 35 მასწავლებელი (7 კათედრა) – მათ შორის 21 უფროსის სტატუსით. მოსწავლეთა რაოდენობა – 180 აღსაზრდელთა რაოდენობა -40 სტუმრები – სასულიერო პირები, ელჩები, მწერლები, პოეტები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები; ექსკურსიები - 2005წ. - ტაო-კლარჯეთი; 2006წ. - კაბადოკია, სტამბული, აუდიენცია მსოფლიო პატრიარქთან; 2007წ. - ბულგარეთი, პეტრიწონის მონასტერი, ოქროს სანაპირო; ყოველ წელს - საქართველოს ეკლესია-მონასტრები.

მიღწევები - 2007 წლის „ყველაზე ჭკვიანი“ - გიმნაზიის მოსწავლე ნიკა ხოფერია; 2009 წელს კონკურსში ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბილიას” მე-2 ადგილი; გამარჯვებები სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებზე, გუნდურ-ინტეგრირებულ პროექტებში, ფოლკლორულ ფესტივალებზე; 2011 წელს კონსტიტუციური სამართალწარმოების რეგიონალური ოლიმპიადის გამარჯვებულები; 2013 და 2015 წლებში რაიონის ჩემპიონები ინტელექტუალურ თამაშებში ,,რა? სად? როდის?” საშობაო ფესტივალ ,,გენეთლიის” შემეცნებითი კონფერენციის ორგზის გამარჯვებულები; საქართველოს-, რეგიონალურ- და რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე გამარჯვებულები კიკბოქსინგში, ჭადრაკსა და ძიუდოში; მედალოსნები (წარჩინებული კურსდამთავრებულები) –

2009-2010 სასწავლო წელი - 4 ოქრი; 4 ვერცხლი;

2010-2011 სასწავლო წელი - 4 ოქრი; 4 ვერცხლი;

2012-2013 სასწავლო წელი - 3 ოქრი; 1 ვერცხლი;

2013-2014 სასწავლო წელი - 2 ოქრი;

2014-2015 სასწავლო წელი - 3 ვერცხლი;

2015-2016 სასწავლო წელი - 5 ოქრო, 1 ვერცხლი;

მეგობრები – 2015 წლიდან ქარელის გიმნაზიაზე გარკვეული შეფობა აიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას (10 კომპუტერი, პროექტორი ეკრანით, ინდივიდუალური სასკოლო მერხები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია), არამედ შემეცნებით და სასწავლო აქტივობებსაც როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. ამ თვალსაზრისით, გიმნაზიის 20 წარჩინებული მოსწავლე მიწვეული იყო ორდღიან სემინარზე ,,ქართული კულტურა და მეღვინეობა”.


52 views0 comments

Comentarios


Los comentarios se han desactivado.
bottom of page