top of page

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

5 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა არც ამჯერად უღალატეს ტრადიციას და გიმნაზიის წიგნთსაცავს ახლა ზინა მასწავლებელთან ერთად ეწვივნენ. მათ იმსჯელეს წიგნების მნიშვნელობაზე და მათი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე, დაგეგმეს რამდენიმე აქტივობა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს გიმნაზიის უმცროსკლასელებისათვის წიგნის მნიშვნელობის გააზრებას, ასევე წაიკითხეს ნაწყვეტები საყვარელი ნაწარმოებებიდან.



Commentaires


bottom of page