ხელების დაბანის მსოფლიო დღე

15 ოქტომბერი ხელების დაბანის მსოფლიო დღეა. გიმნაზიის ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს პრეზენტაციების საშუალებით გამოხმაურებოდნენ ამ დღეს. COVID-19 პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ შეახსენეს სასკოლო საზოგადოებას ხელის ჰიგიენის მნიშვნელობა. პრეზენტაციები ნახეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა დისტანციური გაკვეთილების საშუალებით.

პრეზენტაციის ავტორები: თორნიკე ჯაბიშვილი, ლიზი მარღიშვილი.