მისია
გიმ ნაზია ქმნის სწავლისათვის მასტიმულირებელ გარემოს, რათა ქრისტიანულ ღირებულებებზე დაყრდნობით, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, აღზარდოს ინტელექტუალურად განვითარებული, თავისუფლად მოაზროვნე, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ჯანსაღი თაობა, რომელიც თავის პოტენციალს მოახმარს ეროვნულ მიზნებს.
ხედვა
გიმნაზია აღზრდის თაობებს, რომელებიც ქრისტიანული ღირებულებებისა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ღრმა ცოდნითა და სიყვარულით იქნებიან აღჭურვილნი. ისინი პატივს სცემენ მართლმადიდებლურ ტრადიციებს, იამაყებენ თავიანთი ფესვებით და ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს.
5-7 წელიწადში ჩვენი გიმნაზია იქნება STEAM განათლების ლიდერი, რომელიც აღზრდის ახალგაზრდა ინოვატორთა თაობას, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიურ წინსვლას.
გიმნაზია შექმნის არაფორმალური განათლების სივრცეს, სადაც ქრისტიანული ფასეულობები, კულტურა და მოგზაურობა ერთმანეთს ხვდება.
2030 წლისთვის ჩვენი გიმნაზია იქნება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით, ეს მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ მოსწავლეთა რაოდენობის ოპტიმალურ ზღვარს 350 მოსწავლეს და უზრუნველვყოთ თითოეული მათგანისათვის მაღალი ხარისხისა და ინდივიდუალურ საჭიროებზე მორგებული განათლების მიღების შესაძლებლობა.
ძირითადი ღირებულებელი
ცოდნისკენ სწრაფვა და ინოვაცია :
გიმნაზია აფასებს მუდმივ სწავლას, ცოდნის გაღრმავებას და ახალი იდეების ძიებას. ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას.
სულიერი და ეროვნული ფასეულობები:
გიმნაზია უზრუნველყოფს მოსწავლეებში ქრისტიანული ღირებულებების, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების პატივისცემასა და დაცვას. ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას პასუხისმგებლიან და ზნეობრივ პიროვნებებად.
სამშობლოს სიყვარული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა:
გიმნაზია აღზრდის მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარულისა და მოქალაქეობრივი გრძნობით. ასწავლის მათ საზოგადოებაში აქტიურ მონაწილეობას და საკუთარი წვლილის შეტანას ქვეყნის განვითარებაში.
პიროვნული განვითარება:
გიმნაზია ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებას, მათი ნიჭისა და პოტენციალის გამოვლენას.
თანამშრომლობა და პარტნიორობა:
გიმნაზია აფასებს თანამშრომლობას მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და საზოგადოებას შორის.
პროფესიონალიზმი და ეთიკა:
გიმნაზია უზრუნველყოფს მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვას.