top of page

გიმნაზიელები საქართველოს საპატრიარქოს სკოლების პედაგოგთა საზაფხულო სკოლაში

გიმნაზიის რექტორის-არქ. სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ჩვენი სკოლის ხუთმა პედაგოგმა: ნანა კობახიძემ, ზინა კალმახელიძემ, ანა კობახიძემ, ზეინარ ზურაბაშვილმა და იამზე გონგლაძემ წელს მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების საზაფხულო სკოლის მუშაობაში. იგი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის - მეუფე დიმიტრის ინიციატივით და ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ორგანიზებით 2019 წლის 15-19 ივლისს ქობულეთში მოეწყო.

კონფერენციაზე, რომელიც სწავლა-სწავლების საკითხებს ეხებოდა, ჩვენმა პედაგოგებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს სწავლების საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ასევე საგანმანათლებლო რესურსების შექმნა/გამოყენების შესახებ. მათ მონაწილეობა მიიღეს დაგეგმილ ღონისძიებებშიც (სამუშაო შეხვედრები, საჯარო ლექციები, მასტერკლასები, ექსკურსიები, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მრგვალი მაგიდა).

საზაფხულო სკოლა მუშაობას მომდევნო წლებშიც გააგრძელებს.



70 views0 comments

Comentários


Os comentários foram desativados.
bottom of page