top of page

გიმნაზიის გუნდი "ატაგენუსი" "ყველაზე წიგნიერის" ფინალშია

Updated: May 10, 2022

„სულაკაურის გამომცემლობის“ პროექტ „ყველაზე წიგნიერის“ მიზანია, ხელი შეუწყოს კითხვის პოპულარიზაციას სკოლებში. ამ პროექტისათვის შეიქმნა გუნდი "ატაგენუსი" რომელიც დაკომპლექტებულია მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებისაგან.

1 მაისს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა თამაშის მეორე ეტაპი, სადაც შერჩეული წიგნებიდან 20 შეკითხვას უპასუხა საქართველოს მასშტაბით 90-ზე მეტმა გუნდმა. "ატაგენუსი" 19.5 ქულით გადავიდა ფინალში და მოხვდა საუკეთესო 13 გუნდს შორის.

ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას ლუკას, მარიამს, რომანის, ჯუმბერისა და ნატალის. ველოდებით ფინალური შეხვედრის დღეს.



24 views0 comments
bottom of page