top of page

დასუფთავების აქცია "შენახულ ტყეში"

ქარელის მუნიციპალიტეტში ყველას სმენია "შენახული ტყის" შესახებ. ის მრავალ მნახველს იზიდავს და ხშირად ხდება ადამიანების დაუდევრობის მსხვერპლი. 15 მაისს ქარელის გიმნაზიის ეკოკლუბის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებასთან ერთად გეოგრაფიის მასწავლებლის-ზინა კალმახელიძისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის- რუსუდან გოგინაშვილის ჩართულობით მოაწყვეს ლაშქრობა "შენახულ ტყეში". მათ დაასუფთავეს ტყის მიმდებარე ტერიტორია. უნდა აღინიშნოს რომ ამ აქციას ყოველწლიური ხასიათი აქვს. ლაშქრობისას მოსწავლეები ასევე ეცნობიან შიდა ქართლში გავრცელებული მცენარეების ენდემურსა და იშვიათ სახეობებს, აგროვებენ მათ ფოტოებს.



Comments


  • Facebook
  • YouTube

©2021 by ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია.

bottom of page