top of page

დედამიწა

28 აპრილს გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებულ აქტივობებს გამოეხმაურნენ. მათ წარმოადგინეს პროექტი დედამიწის შესახებ. ისაუბრეს წყლის ციკლზე. განიხილეს რა არის გლობალური დათბობა და რა უარყოფითი შედეგის მომტანია ის ჩვენი პლანეტისათვის.

ბავშვები თვლიან, რომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ ბუნებას, არ დავანაგვიანოთ იგი; შევამციროთ ნახშირორჟანგის გამოყოფა - გამოვიყენოთ ეკო-საწვავი. მათი აზრით არ შეიძლება დიდი რაოდენობით პესტიციდებისა და ნიტრატების გამოყენება, ამით დავიცავთ ბუნებას და ჩვენს ჯანმრთელობას!

აქტივობა განხორციელდა ბიოლოგიის პედაგოგის-ნინო მჭედლიძის ხელმძღვანელობით.



Comentarios


bottom of page