კონკურსის "ქართული ღვინის გზა" ფინალისტი- ვასილ კობახიძე

კონკურსი "ქართული ღვინის გზა" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი საავტორო პროექტია, მასში ჩვენი მოსწავლეები ისტორიის პედაგოგის ნინო ონიაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა მე-11 კლასის მოსწავლის ვასილ კობახიძის პროექტი, რომელიც მიეძღვნა მეღვინეობის ოჯახურ ისტორიას და ტრადიციებს. ვასილი ამ სიტყვებით ამთავრებს თავის ნაშრომს: "მამაჩემი ყოველთვის მეუბნება, რომ დაწურულ ყურძენს უცნაური მეხსიერება აქვს, ის იმახსოვრებს იმ სულს, იმ გარემოს, რა გარემოშიც იქცევა წვენად და ის სული ცოცხლდება შემდეგ ღვინოში. ამიტომაც ხარობდნენ ჩვენი წინაპრები ყურძნის დაწურვისას, რომ ღვინო გამხდარიყო სამხიარულო, საჯანმრთელო და სასიკეთო. კარგი ღვინის მიღებაში კი ყველაზე მთავარი სიყვარულია, უსიყვარულოდ კარგ ღვინოს ნამდვილად ვერ დააყენებ."

წარმატებულ ფინალს ვუსურვებთ ვასოს 9 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში!





164 views0 comments