top of page

ლიზა ლომიტაშვილის ,,კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება“

საგანი: ქართული ენა

საფეხური: დაწყებითი

კლასი: III

წრის მუშაობის დაწყების დრო: 23.09.2019 წელი

შეხვედრის განრიგი: წრის სამუშაო შეხვედრა გაიმართება I სემესტრის განმავლობაში, თვეში ორჯერ, ორშაბათს, 13:30 წუთზე. მუშაობის ხანგრძლივობა 45 წუთი.

წრის ხელმძღვანელი: ლიზა ლომიტაშვილი

ელ. ფოსტის მისამართი: lomitashviliiza@gmail.com

წრის დახასიათება: მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, მათი წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით გადავწყვიტე მესამე კლასში ვუხელმძღვანელო ქართულის წრეს. 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან შეთანხმებით ჩამოვაყალიბე ქართულის წრე, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს სწორად კითხვის უნარ-ჩვევებს, ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს, გაუმდიდრებს ლექსიკურ მარაგს, დაეხმარება გაწაფულად/გამართულად კითხვაში, წაკითხულის გაგება-გააზრებაში.

საკითხავი მასალა შევარჩიე მოსწავლეთა ცოდნის დონის შესაბამისად. შერჩეული მასალის ჩამონათვალი წინასწარ გავაცანი მოსწავლეებს. დავგეგმეთ წრის სამუშაო შეხვედრის დრო, ხანგრძლივობა და ადგილი. შევთანხმდით, რომ წრის მუშაობა შედგება თვეში ორჯერ (ყოველ ორ კვირაში ერთხელ, 13:30 წუთზე).

მიზანი: საგნისადმი ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ამაღლება; კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება; წაკითხულის განხილვა-გააზრების, ანალიზის, მსჯელობის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით.

განსახორციელებელი აქტივობები:

· კითხვა-პასუხი წაკითხული მასალის ირგვლივ;

· თვალსაჩინოებების დათვალიერება და საკუთარი აზრის გამოთქმა მოცემული მასალის შესახებ;

· სახალისო აქტივობა ,,კითხვის მატარებელი“

· სახალისო აქტივობა ,,სულელური წინადადებები“

· სახალისო აქტივობა ,,სიტყვის პირამიდა“

· სურათებისა და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში მოცემული თემის შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგი: ვფიქრობ, საგნობრივ წრეზე მუშაობა გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესს საგნის მიმართ. გაუჩნდებათ საკუთარი შესაძლებლობების მიმართ რწმენა და ადვილად მოახდენენ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას, მოახდენენ საკითხის ირგვლივ აზრის გამოთქმას. ვიმედოვნებ, რომ წრეზე მუშაობა შეუქმნის მოსწავლეებს დავალებების შესრულების მოტივაციას.

რესურსები: დაფა, ცარცი, წიგნი, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, რვეული, კალამი.



21 views0 comments

Commentaires


Les commentaires ont été désactivés.
bottom of page