უკვე წლებია გიმნაზიის ეკოკლუბი აქტიურად აგროვებს მაკულატურას, ხშირად იღებს მონაწილეობას ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებში. ამჟამად გადაწყვიტეს შეგროვილი უსარგებლო მაკულატურის სანაცვლოდ სკოლის ბიბლიოთეკა გაემდიდრებინათ. შეგროვილი 324 კილოგრამი მაკულატურა 30 მაისს პალიტრა ლ-ის პროექტის "მაკულიტერატურის" წყალობით გადაცვალეს "ნერგებში " და სკოლის ბიბლიოთეკისათვის შეიძინეს პოპულარული მხატვრული ლიტერატურა,რომელიც გათვლილია V-VII კლასის მოსწავლეებისათვის.
მიბაძეთ გიმნაზიის ეკოკლუბის წევრებს: გაუფრთხილდით გარემოს და გაამდიდრეთ თქვენი ბიბლიოთეკა!
Comments