მოტივაციის ამაღლებისა და ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის საბაზო საფეხურზე - VII კლასში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია მოტივაციის ამაღლებისა და ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებში. სწავლების პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება წარმოადგეგნს. სწავლის მოტივაციის გაზრდის ტრადიციული მეთოდი გულისხმობდა მოსწავლეების ,,დამოძღვრას“ სწავლის სიკეთისა და სარგებელის შესახებ. თუმცა, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ეს მიდგომა ეფექტური არ აღმოჩნდა.