top of page

ნანა კობახიძის სამოდელო გაკვეთილი

2019 წლის 8 აპრილს ნანა კობახიძემ გიმნაზიის IX კლასში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი მედავითნეობაში. გაკვეთილი ორიენტირებული იყო გამჭოლი კომპეტენციებიდან ერთ-ერთის - წიგნიერების განვითარებაზე.

გაკვეთილის თემა იყო ლიტურგიის ტიპიკონი იოანე ოქროპირის ჟამისწირვაზე. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს უნდა შეძლებოდათ კონკრეტული დღის საეკლესიო კალენდარში მოცემული ინფორმაციის გაგება, დამუშავება, დახარისხება, შესაბამის წიგნებში საჭირო საკითხავების მოძიება და მათი გამართულად წაკითხვა.

გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ, აქტიურად და ნაყოფიერად ჩაიარა. შეჯამებისას ბავშვებმა და მასწავლებლებმა არა მარტო კონკრეტული გაკვეთილის მისაღწევ მიზანზე, არამედ მედავითნეობისა და საღვთო სჯულის შესწავლის გრძელვადიან მიზანზეც ისაუბრეს, რაც უფალთან დაახლოებას და უფლის შეყვარებას გულისხმობს.



122 views0 comments

Comentarios


Los comentarios se han desactivado.
bottom of page