რაიონული სასამართლოს თავჯდომარეს მევლუდი ხათაშვილს გიმნაზიის მეცხრე კლასმა უმასპინძლა

2021 წლის 2 აპრილს, გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეებს საგაკვეთილო ფორმატში ხაშურის რაიონული სასამართლოს თავჯდომარე მევლუდი ხათაშვილი ესტუმრა. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა: მოსამართლე მოსწავლეებს ესაუბრა სასამართლო ინსტანციების, სასამართლო პროცესის წარმოების, ნორმატიული აქტების, დანაშაულის ფორმების, არასრულწლოვანთა დანაშაულის შესახებ. შეხვედრა გაიმართა დიალოგის, კითხვა-პასუხის ფორმით და გამოითქვა შემდგომი თანამშრომლობის სურილი. აქტივობა განხორციელდა გიმნაზიის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების წამყვანი პედაგოგის რუსუდან გოგინაშვილის ორგანიზებით.



14 views0 comments