საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გამოაცხადა ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული. აღნიშნული კვირეული ჩატარდა ონლაინ სივრცეში.
კამპანიის მიზანი იყო ძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; ბულინგის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ცნობიერების ამაღლება.
კვირეულს გიმნაზიის მოსწავლეებიც გამოეხმაურნენ.
წარმოგიდგენთ გიმნაზიის ეკოკლუბ "ფენიქსის" წევრის ლუკა გოგიჩაშვილის ელექტრონულ პრეზენტაციას ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე.
Comments