top of page

ქარელელი მეღვინე სტუმრად გიმნაზიაში

1 აპრილს ქარელის გიმნაზიას ბატონი გურამ ბერუაშვილი ესტუმრა. იგი ისტორიის პედაგოგის ნინო ონიაშვილის ინიციატივით მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბატონმა გურამმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ქარელის მუნიციპალიტეტში გავრცელებული ვაზის ჯიშების შესახებ, უამბო ვენახის მოვლის წესებისა და ღვინის ქვევრებში დაყენების ტექნოლოგიაზე, გაუზიარა გამოცდილება და ყველა საინტერესო კითხვაზე უპასუხა. საუბრის დამთავრების შემდეგ მისი ჩამოსხმული ღვინითაც დააჯილდოვა. ანა არჩუაძემ და მარიამ ხორგუაშვილმა მიღებული ინფორმაცია საკონკურსო ნაშრომებისათვის გამოიყენეს, რომლებიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიგზავნა.

დიდი მადლობა ბატონ გურამს საინტერესო ლექციისათვის!



60 views0 comments

コメント


コメント機能がオフになっています。
bottom of page