top of page

ჩვენ გვიყვარს "ჩიკორი"

ჩიკორი ქართული ჩირია, რომელიც ქართული, ჯანსაღი და მზიანი ხილისგან მზადდება. ქარხანა ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის სოფელ სამწევრისში მდებარეობს. კომპანიამ დღეს ჩვენს აღსაზრდელებს უმასპინძლა. პატარებმა დაათვალიერეს საწრმოო პროცესი, ნახეს როგორ მზადდება მათი საყვარელი, ნაირ-ნაირი ხილის ჩირი, როგორ ინახება უზარმაზარ მაცივრებში და როგორ ხდება მათი დაფასოება. დააგემოვნეს უგემრიელესი შოკოლადის, ვაშლისა და საზამთროს ჩირები, ექსკურსიის დასასრულს ყველამ აღნიშნა რომ „ჩიკორი“ მათი საყვარელი ნუგბარია. ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ბაღი მადლობას უხდის კომპანიას მასპინძლობისათვის, ქალბატონ ნინო ჩალაურს და ბატონ გიორგი ელანდიშვილს გულთბილი მიღებისა და გემრიელი საჩუქრებისათვის.


151 views0 comments

Comments


bottom of page