წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე

1995 წელს იუნესკომ 23 აპრილი ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ. მისი აღნიშვნდა 1996 წლიდან დაიწყო. იუნესკომ, პირველ რიგში, ამით ახალგაზრდებს მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ეკითხათ.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა _ გიორგი კეკელიძემ კი საზოგადოებას ძალიან კარგი იდეა შესთავაზა _ მან ეს დღე წიგნის ჩუქების დღედ დააწესა.

გიმნაზიელები ყოველ წელს სიხარულით უერთდებიან ამ კამპანიას. ამჯერად ეკოკლუბ "ფენიქსის" წევრები პირველკლასელებს შეხვდნენ, ესაუბრნენ წიგნისა და მკითხველის ურთიერთობაზე და საყვარელი ზღაპრის გმირებზე. ბავშვები და მათი დამრიგებელი ნინო ყიფიანი სიხარულით ჩაერთნენ დისკუსიაში.