2024 წლის 8 თებერვალს ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები, ასევე STEAM საგნების პედაგოგები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ. სტუ-ს სრულმა პროფესორმა,ზოგადსაუნივერსიტეტო მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონ დავით სონღულაშვილმა მოსწავლეებს გააცნო ცენტრში შესრულებული პროექტები, ესაუბრა მათ STEAM სწავლების უპირატესობებზე და მცირე პრაქტიკული სამუშაოების შესრულების საშუალებაც მისცა. გიმნაზიის პედაგოგები გაეცნენ ბატონი დავითის მიერ შექმნილ საბუნებისმეტყველო საგნების ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის შესაძლებლობებს, რომელიც მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბატონ ბერიკა შუკაკიძის რეკომენდაციითა და გიმნაზიის რექტორის გადაწყვეტილებით მოკლე დროში სასწავლო პროცესის შემადგენელ ნაწილად ინტეგრირდება. სულ მალე გიმნაზიის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ საქართველოში ამ სფეროში შექმნილი საუკეთესო რესურსით და სასკოლო ასაკიდან დაიწყონ მნიშვნელოვანი ცოდნის დაგროვება ტექნიკური მიმართულებით.~
top of page
bottom of page
Comentários