top of page

ბერიკა შუკაკიძის სტუმრობა გიმნაზიაში

6 მარტს ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და მისი გუნდი სტუმრობდა. შეხვედრა ჩატარდა გიმნაზიის მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან. ბატონმა ბერიკამ ისაუბრა მასწავლებლის სახლის მიერ განსახორციელებელ პროექტებზე, ხოლო ტრენერებმა ჩვენს პედაგოგებს გააცნეს საინტერესო სიახლეები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული მხარდაჭერისა და განვითარების ჯგუფების, ასევე ახალი სქემის მიმართულებით. ჩატარდა მასტერკლასი STEM საგნების პედაგოგებისათვის, რამაც პედაგოგების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ყურადღების მიღმა არც სკოლამდელი და დაწყებითი საფეხური დარჩენილა, შეხვედრა მათთვისაც ნაყოფიერი და ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა.





41 views0 comments
bottom of page