top of page

განახლებული საბავშვო ბაღის გახსნა

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით 4 ნოემბერს გიმნაზიის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო განახლებულმა საბავშვო ბაღმა. კომპანია "არემჯისა" და შიდა ქართლის გუბერნატორის დახმარებით მამა სტეფანემ ქარელელ ბავშვებს გამორჩეული, ლამაზი გარემო შეუქმნა. ბაღში განახლდა ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა და გარემონტდა შენობა, აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და სათამაშოებით. მოეწყო მინი სტადიონი ატრაქციონებითა და გასართობი საშუალებებით. შენობა გათვლილია 60 ბავშვზე და სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.

გახსნას ესწრებოდნენ კომპანია "არემჯის" წარმომადგენლები. აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა გორის "დილას" სპორტულმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა. სტომატოლოგმა ნინო მჭედლიშვილმა ბავშვები დაასაჩუქრა ფასდაკლების ბარათებით კლინიკა Unique-denty-საგან, "საუცხოო ტკბილეულმა" კი ორცხობილებით გაახარა პატარები.

ამჟამად ბაღში 50 აღსაზრდელია, მათ განწყობაზე "ზალიკოს ცენტრმა" იზრუნა.



Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook
  • YouTube

©2021 by ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია.

bottom of page