მთვარისა შერმადინის სამოდელო გაკვეთილები მე-7 კლასში
- გიმნაზიის ადმინისტრაცია
- May 13, 2019
- 1 min read
მთვარისა შერმადინის პირველი სამოდელო გაკვეთილი მე-7 კლასში ჩატარდა 2019 წლის 29 თებერვალს. გაკვეთილის თემა იყო ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „სისხლი“. მოსწავლეებს უნდა გაეანალიზებინათ ტექსტში მოცემული ინფორმაცია, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და ემუშავათ ენობრივ მასალაზე.
მეორე სამოდელო გაკვეთილი თემაზე ილია ჭვაჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ (I-V თავები) იმავე კლასში ჩატარდა 2019 წლის 10 მაისს. გაკვეთილის მიზანი იყო:
1. პერსონაჟის ხატვის ხერხებზე დაკვირვების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
2. აღწერითი ტიპის ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევის განვითარება;
3. მწერლის სათქმელის ამოცნობა, სათაურის გააზრება.
ორივე გაკვეთილი წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაზე იყო ორიენტირებული.
Comments