top of page

„მყინვართან ერთად განმარტოებული გერგეტი“

„2019 წლის 14 ოქტომბრს მყინვარწვერის მდუმარება ქარელის გიმნაზიის X კლასმა დაარღვია... ამ დღის აღსაწერად არ მეყოფა ერთი და ორი ფურცელი!“ (ანნა ხუციშვილი). „ეს ღვთისგან ბოძებული სამოთხეა დედამიწაზე... ვამაყობ ჩვენი წინაპრებით, რომლებმაც ასეთი საოცრებები დაუტოვეს შთამომავლობას!“ (ლიკა მეზვრიშვილი). „რაც ამ დღეს ვნახე და რა ემოციაც მივიღე, მსგავსი არ განმიცდია...“ (მარიამ ქოქაშვილი). „ეს იყო ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე!“ (ქეთი ხუროშვილი). „მყინვარწვერისა და გერგეტის სამების სიდიადემ თითქოს დამამუნჯა!“ (ილია ქიტიაშვილი) „ყაზბეგი უმშვენიერესი ადგილია თავისი მყინვარწვერით, ცამდე აწვდილი გერგეტის სამებით და ულამაზესი გარემოთი...“ (გიორგი ფილიშვილი). „ვუყურებდი ამ მშვენიერ ადგილებს და სიამაყით ვფიქრობდი: ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, რომ ეს სილამაზე ჩემს ქვეყანაშია!“ (ნანა ვარძელაშვილი) „სოფელ სნოში, მონასტერში დედაოს მიწის დამუშავებაში დავეხმარეთ...“ (ლუკა კობახიძე). „ნანახმა შინაგანად შემცვალა და საოცრად პოზიტიური განწყობა მაჩუქა...“ (გიორგი ცენგირაშვილი). „ძალიან მომეწონა ნარზანის წყლები, რომლებიც ულამაზეს ტრავერტინებს ქმნიან“ (მერაბ აბაშიშვილი). „გაოცებული ვარ ამ სილამაზით!“ (იობ წერეთელი) „ვნახეთ ოკუპანტი რუსეთის და საქართველოს „მეგობრობის“ ხეივანი...“ (ანა ჯანგულაშვილი). „უგემრიელესი მოხევური ხინკალიც დავაგემოვნეთ!“ (გიორგი ელიაშვილი). „ჩვენთან ერთად იყვნენ ჩვენი საყვარელი მზეო, ნანა და ზინა მასწავლებელი.“ (გიორგი ახალკაციშვილი). „ეს დღე ჩემთვის ძვირფასი დღეების ნუსხას შეემატა... (ანანო ხათაშვილი). „დღეჲ ესე ქმნა უფალმან...“ (გიორგი კოჟორიძე). „ვწუხვარ, რომ ვერ მოვინახულე ჩემი დედულეთი... თეთრი და შავი არაგვის შერწყმა...“ (თორნიკე ჯაბიშვილი).



56 views0 comments
bottom of page