top of page

"მხიარული სტარტები" გიმნაზიის ბაღში

მაისის თვე გიმნაზიის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებმა ლამაზად და ხალისიანად გააცილეს. ბაღის ხელმძღვანელის - ნინო ცხოვრებაშვილის და ყველაზე აქტიური - ზურაბ ჯუშოშვილის ინიციატივით, პირველად, გიმნაზიის ბაღში ჩატარდა სპორტულ-გასართობი ღონისძიება "მხიარული სტარტები". ბაღის პედაგოგიური გუნდის (იზა მაზმიშვილი, მაია ლომიტაშვილი, ხათუნა მელიქიძე) და მუსიკალური ხელმძღვანელის (იამზე გონგლაძე) დახმარებით ბავშვებმა შეძლეს სასკოლო სპორტული პროგრამის დაძლევა და ასევე წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლები. "ჭიამაიებისა" და "ბზიკების" გუნდები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ. (გიმნაზიის რექტორი-არქ. სტეფანე, გიმნაზიის სასწავლო ნაწილი ნანა კობახიძე, გიმნაზიის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი რუსუდან გოგინაშვილი).





Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook
  • YouTube

©2021 by ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია.

bottom of page