top of page

პირველივე წარმატებული გარე დაკვირვების გაკვეთილი გიმნაზიაში

7 თებერვალს პირველი გარე დაკვირვების გაკვეთილი გიმნაზიის მე-11 კლასში ისტორიის პედაგოგმა ნინო ონიაშვილმა ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობები. მოსწავლეები გაეცნენ საქართველო-ბიზანტიის დაპირისპირების მიზეზებს XI საუკუნეში; იმსჯელეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე; შეაფასეს ქვეყნის გაერთიანების ხელშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები.

გაკვეთილზე გამოყენებული იყო მრავალფეროვანი აქტივობები, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია, რომლის დროსაც ბავშვებმა გამოავლინეს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.

გიმნაზია ულოცავს წარმატებას ნინო ონიაშვილს და მის მოსწავლეებს.


122 views0 comments
bottom of page