top of page

პროექტი "გენეტიკის მამა"-გრეგორ მენდელი

ქარელის გიმნაზიის IX კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის პედაგოგთან-ნინო მჭედლიძესთან ერთად მოამზადეს პრეზენტაცია „გენეტიკის მამად“ წოდებული გრეგორი მენდელის შესახებ. პრეზენტაციაზე გაიხსენეს, რომ გრეგორი მენდელი დაიბადა 1822 წელს მორავიაში, გლეხის ოჯახში. 1843 წელს ბერად აღიკვეცა ბრიუნში, ავგუსტინელების მონასტერში. კვლევის ობიექტად მენდელმა ბარდა შეარჩია, რომელიც ნიუტონის ვაშლზე არანაკლებ ცნობილია. მან სიცოცხლის 10 წელი ბარდის ჯიშებთან მუშაობას მიუძღვნა. მონასტრის ეზოში გამოყოფილი ჰქონდა პატარა ნაკვეთი, სადაც აწარმოებდა ბარდაზე დაკვირვებას. ნათესებს „თავის შვილებს“ უწოდებდა.

მოსწავლეებმა დაწვრილებით აღწერეს მონოჰიბრიდული და დიჰიბრიდული შეჯვარება, განმარტეს ჰიბრიდთა F1 თაობის ერთგვარობის წესი და ნიშან-თვისებათა დათიშვის წესი. ისაუბრეს ფენოტიპისა და გენოტიპის შესახებ. წარმოადგინეს მასალა გენთა დამოუკიდებლად დამემკვიდრების კანონის შესახებ სლაიდების სახით. მათ ასევე განიხილეს რატომ იბადებიან გოგონები და ბიჭები, რა განსაზღვრავს სქესს.

აღნიშნეს, რომ მიუხედავად ქრომოსომების, გენების, მიტოზის, მეიოზის შესახებ არცოდნისა, მენდელმა საკუთარი კვლევების საფუძველზე იწინასწარმეტყველა გენების არსებობა.



bottom of page