top of page

წარმატებული ადამიანი

2021 წლის 17 ივნისს გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საინტერესო ღონისძებით დაასრულეს. ეს იყო დისკუსია თემაზე „წარმატებული ადამიანი“.

დისკუსიის თემა მხოლოდ დღევანდელ დღეს არ არის აქტუალური. ადამიანები ყველა დროში ცდილობდნენ მიეღწიათ წარმატებისათვის საყვარელ საქმიანობაში, ფინანსურ მდგომარეობაში, სულიერ მდგომარეობაში, ურთიერთობებში, კარიერაში, სიყვარულში...

სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები უკვე აქტიურად ფიქრობენ თავიანთ მომავალზე. აწყობენ გეგმებს, ოცნებობენ... მათ უკვე აქვთ გარკვეულწილად ჩამოყალიბებული შეხედულებები პრიორიტეტებზე, და აქედან გამომდინარე თავიანთ სამომავლო წარმატებებზე, ამ წარმატებების მიღწევის გზებზე.

მათთვის საინტერესო იყო ასევე წარმატებული ადამიანების აზრი წარმატების შესახებ.

XI კლასის მოსწავლეემა კლასის ხელმძღვანელის დახმარებით შეძლეს დაკავშირებოდნენ წარმატებულ ადამიანებს (გიორგი კეკელიძეს, ლევან კობახიძეს, ხვიჩა მაღლაკელიძეს, გიორგი კობახიძეს, ნიკა სარაულს, ამერიკელ პროფესორს ქრის კორტენს, ნია დავითაშვილს, ბექა გოჩიაშვილს, ვანო კაკაშვილს, დათო ტურაშვილს) და ექსკლუზიურად გიმნაზიისთვის ჩაეწერათ მათი აზრი თემასთან დაკავშირებით.

დისკუსიაზე ხაზი გაესვა ასევე იმის მნიშვნელობას, თუ რას დაისახავს ადამიანი მიზნად და რა გზით შეეცდება ამ მიზნის მიღწევას - თავდაუზოგავი შრომით, ნიჭით, შეუპოვრობით, „საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნით“ თუ კონკურენტებისთვის მახის დაგებით, ინტრიგების ხლართვით, მათზე ჭორების გავრცელებით ან სხვა არა-ღირსეული საქციელით.

ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი და სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები მიიღეს. მათგანაც საკმაოდ გონივრული და საინტერესო აზრები გამოითქვა. ვფიქრობთ, ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

კლასის ხელმძღვანელი-ნანა კობახიძე




bottom of page